საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ცვლილებები განხორციელდა იმერეთში.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს აღარ უხელმძღვანელებს ზაზა ცხაკაია. ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.