ემოციურ პოსტს ავრცელებს ზაზა ფაჩულიას მეუღლე, სადაც კალათბურთის ფედერაციის მიერ ზაზას დაუფასებლობაზე საუბრობს.
“ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ. როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის! უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვენს ადგილას. შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე” -წერს თიკა ალავიძე.
პ.ს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კარიერა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაასრულა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.