ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ ე.წ საზღვრის გადაკვეთა დროებით გადაიფიქრა.
“დიდ პატივს ვცემ საქართველოს პატრიარქს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავდივარ. როგორც დაანონსებულია, გაიმართება აქცია. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, დავიცდი უახლოესი ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მივიღეთ, აუცილებლად გადავალ“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ “ქრონიკასთან” ინტერვიუში.