ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე ცოტა ხნის წინ პრემიერ ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მანამდე, გახელაძეების ოჯახთან ბოლო შეხვედრაზე ღარიბაშვილმა პირობა მისცა, რომ მაისის ბოლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე თავისუფალი იქნებოდა, თუმცა მისი გათავისუფლება ამ დრომდე არ მომხდარა.
ოჯახმა საქართველოს მთავრობას ვადა ხვალამდე მისცა. თუ ხვალ ზაზა გახელაძე თავის 34-ე იუბილეს სახლში არ შეხვდება, მისი ოჯახის წევრები ცხინვალში გადასვლას გეგმავენ. ხვალვე დაგეგმილია აქცია და საავმტომობილო მსვლელობა ცენტრალური მაგისტრალისკენ, რომელში მონაწილეობასაც გახელაძეების ოჯახთან ერთად მისი თანასოფლელები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მიიღებენ