ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეხმაურება.
კეკელიძე ქისტაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ ბელგიაში გარდაცვლილი ლიზა ქისტაურის გამო. იმ ადამიანების გამოც ვწუხვარ, ვინც ამ შობა საღამოს, გარდაცვლილ ადამიანს ღმერთის მაგივრად განსჯიან და ღლიცინით მიუჩენენ ჯოჯოხეთში ადგილს,“ – წერს გიორგი კეკელიძე.