რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისკენ“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, „მშვიდობის საბჭოსთვის“ მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხოს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული სავალუტო რეზერვებიდან.
„ახლაც კი, სანამ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობასა და მუშაობაში ჩვენი მონაწილეობა გადაწყდება, პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან „მშვიდობის საბჭოსთვის“ ერთი მილიარდი აშშ დოლარი გავგზავნოთ“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.










