“ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს წევრის, დარეჯან ფხაკაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს.”
ქუთაისის საკრებულოში დამოუკიიდებელი დაპუტატი დარეჯან ფხაკაძე გარდაიცვალა.
დეპუტატი სიმსივნეს ებრძოდა. დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარტიის დაარსების დღიდან იყო. გასული წლის ნოემბერში კი ენმ-ის პარტია და ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო საქმიანობა.