ვრცელდება კადრები, რომელიც აზერბაიჯანის ავიახაზების ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო.
ავიაკატასტროფა გუშინ ყაზახეთის ქალაქ აქთაუში მოხდა. აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 გადარჩა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
@dailymail Terrifying video shows passengers praying just before their plane crashed in a fireball in Kazakhstan. Footage filmed by a passenger shows people praying and some oxygen masks lowered with damage inside the cabin minutes before the plane crashed and broke apart, with at least 38 people confirmed to have died. Read the full story on DailyMail.com. 🎥 BNODesk #kazakhstan #plane #flight #crash #news