თბილისში, მარჯანიშვილის გამზირზე ფრანგი ქალი ჟურნალისტები სექსუალურად შეავიწროვეს. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ევროპელ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფს ადგილობრივი მამაკაცები თავს დაესხნენ და აედევნენ.
სქესობრივი შევიწროვების სავარაუდო მსხვერპლები აცხადებენ, რომ თავის დაღწევას ტაქსით ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მამაკაცი მათ ფეხით მისდევდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.