LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ზღვებზე ვიბრძოლებთ, ჰაერში ვიბრძოლებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, ქალაქებსა და სოფლებში, ნაპირებსა და გორაკებზე, ტურიკონებზე, კალმიუსისა და დნეპრის ნაპირებზე – და არ დავნებდებით ….-ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული მიმართვა თემთა პალატისადმი-თარგმანი – გრიგოლ გეგელია

დაპოსტა 2022/03/09-ში
A A
112
ნახვა
გაზიარება

? ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული მიმართვა თემთა პალატისადმი. 8 მარტი, 2022. თარგმანი – გრიგოლ გეგელია. წყარო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

?????? ბატონო სპიკერო! ბატონო პრემიერ-მინისტრო! მთავრობის, პარლამენტის და ლორდთა პალატის წევრებო! ქალბატონებო და ბატონებო!

მივმართავ გაერთიანებული სამეფოს ყველა ხალხს — დიდებულ ხალხს, დიდებული ისტორიით. მე თქვენ მოგმართავთ, როგორც მოქალაქე და პრეზიდენტი ასევე დიდებული ქვეყნისა, რომელსაც დიდი ოცნება გააჩნია. და დიდი ბრძოლა. მინდა მოგიყვეთ ჩვენი ბოლო 13 დღის შესახებ — სასტიკი ომის 13 დღის შესახებ, რომელიც ჩვენც არც დაგვიწყია და არც გვინდოდა.

მაგრამ, რომელსაც ვაწარმოებთ, რადგანაც არ გვინდა დავკარგოთ ის რაც გვაქვს, რაც ჩვენია – უკრაინა. ზუსტად ისევე, როგორც თქვენ არ გინდოდათ დაგეკარგათ თქვენი კუნძული, როდესაც ნაცისტები იწყებდნენ ბრძოლას ბრიტანეთისთვის თქვენი დიდი ძალის მოსაპოვებლად.

ეს არის ჩვენი თავდაცვის 13 დღე!

პირველ დღეს, ღამის 4 საათზე, მათ ჩვენ ფრთოსანი რაკეტები გვესროლეს. მაშინ ყველამ გაიღვიძა – ჩვენ, ბავშვებმა, ყველა ჩვენგანმა, ყველა ცოცხალმა ადამიანმა, სრულიად უკრაინამ. ჩვენ მას მერე აღარც გვიძინია. ყველამ ავიღეთ იარაღი და ერთ დიდ არმიად გადავიქეცით.

შემდეგ დღეს ვიგერიებდით თავდასხმებს ჰაერში, მიწასა და ზღვაზე. ჩვენმა გმირმა სასაზღვრო გვარდიამ შავ ზღვაში ზმეინის კუნძულზე ყველას უთხრა ომის დასასრულის შესახებ, კერძოდ, თუ სად წავა საბოლოოდ ჩვენი მტერი. როცა რუსულმა გემმა მოითხოვა, რომ ჩვენს ბიჭებს იარაღი დაეყარათ, მათ პასუხი გაცეს… თან ისე მყარად, რომ პარლამენტის დარბაზში იმავეს ვერც კი გავიმეორებ. და ჩვენ ვიგრძენით ძალა. დიდი ძალა ხალხისა, რომელიც ბოლომდე დაუდგება შემოჭრილ მტერს.

მესამე დღეს, რუსულმა ჯარმა ღიად და დაუფარავად გაუხსნა ცეცხლი ხალხს და შენობებს. გამოიყენა არტილერია, საჰაერო ბომბები და ამით საბოლოოდ გვაჩვენა, აჩვენა მთელს მსოფლიოს, თუ ვინ ვინ არის: ვინ არის დიდებული ხალხი და ვინ არიან უბრალოდ ველურები.

მეოთხე დღეს, როდესაც ათობით ტყვის აყვანა დავიწყეთ, ჩვენ ღირსება არ დაგვიკარგავს. მათთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. ვექცევით, როგორც ადამიანებს. რადგანაც ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანურობა ამ სამარცხვინო ომის მეოთხე დღესაც.

მეხუთე დღეს, ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი სრულიად აშკარა გახდა. ქალაქების წინააღმდეგ, პატარა ქალაქების წინააღმდეგ. აოხრებული უბნები. ბომბები, ბომბები, ბომბები, სახლებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე. ეს გენოციდია. მან ვერ გაგვტეხა, არამედ თითოეული ჩვენგანი დაგვრაზმა და დიდი სიმართლის განცდა მოგვანიჭა.

მეექვსე დღეს, რუსული რაკეტები ბაბინ იარს მოხვდა. ეს ის ადგილია, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 100,000 ადამიანი მოკლეს. 80 წლის შემდეგ, რუსეთმა ისინი ხელმეორედ მოკლა.

მეშვიდე დღეს, ჩვენ გავიაზრეთ, რომ ისინი ჩვენს ეკლესიებსაც კი ანადგურებდნენ. ბომბების გამოყენებით! ისევ რაკეტები. მათ არ იციან არც წმინდა და არც დიდი, როგორც ჩვენ ვიცით ეს.

მერვე დღეს, მსოფლიომ ნახა რუსული ტანკები, რომელიც ესროდა ბირთვულ სადგურს — ყველაზე დიდს ევროპაში. და მსოფლიომ დაიწყო აღქმა, რომ ეს არის ტერორი ყველას წინააღმდეგ. ეს არის დიდი ტერორი.

მეცხრე დღეს, ჩვენ მოვუსმინეთ NATO-ს სახელმწიფოთა შეხვედრებს. ჩვენთვის სასურველი შედეგის გარეშე. სიმამაცის გარეშე. ეს ჩვენ ასე განვიცადეთ – არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო – ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს. მათ ცის დახურვაც კი არ შეუძლიათ. ამიტომაც, უსაფრთხოების გარანტიები ევროპაში ნულიდან უნდა აშენდეს.

მეათე დღეს, შეუიარაღებელმა უკრაინელებმა ოკუპირებულ ქალაქებში საყოველთაო პროტესტები გამართეს. დაჯავშნულ მანქანებს შიშველი ხელებით აჩერებდნენ. ჩვენ უტეხნი გავხდით.

მეთერთმეტე დღეს, როცა საცხოვრებელი უბნები უკვე დაბომბილი იყო, როცა აფეთქებებს ყველაფერი გაენადგურებინა, როცა ბავშვები ევაკუირებული იყვნენ ბავშვთა ონკოლოგიის დაზიანებული საავადმყოფოდან… ჩვენ გავიაზრეთ: უკრაინელები გმირები გახდნენ! ასობით ათასი ადამიანი. მთელი ქალაქები. ბავშვები, უფროსები – ყველა.

მეთორმეტე დღეს, როდესაც რუსეთის არმიის დანაკარგმა 10,000 მოკლულს გადააჭარბა, ამ ოდენობაში უკვე გენერალიც შევიდა. და ამან რწმენა აგვიმაღლა: ყველა დანაშაულისთვის, ყველა სამარცხვინო ბრძანებისთვის პასუხია ან საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწესებული პასუხისმგებლობა, ან – უკრაინული იარაღი.

მეცამეტე დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ბავშვი მოკვდა. დეჰიდრატაციით მოკვდა. ისინი ადამიანებს საკვებსა და წყალს არ აძლევენ. მათ უბრალოდ გადაკეტეს წყალი, ხალხი კი სარდაფებშია გამოკეტილი. ვფიქრობ, ყველას ესმის: იქ ხალხს წყალი არა აქვს!

რუსეთის შემოჭრის 13 დღეში, 50 ბავშვი მოკვდა. ეს შემზარავია! ეს არის სიცარიელე. ნაცვლად იმისა, რომ 50 სამყაროს ეცოცხლა, მათ ისინი წაიყვანეს. მათ ისინი უბრალოდ წაიყვანეს.

დიდო ბრიტანეთო! უკრაინა არ ისწრფვოდა ამისათვის. უკრაინა არ ეძებდა დიდებას. მაგრამ, ის გახდა დიდებული ამ ომის დღეების განმავლობაში.

უკრაინა, რომელიც ხალხს შველის მიუხედავად დამპყრობელთა ტერორისა. უკრაინა, რომელიც იცავს თავისუფლებას, მიუხედავად დარტყმებისა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი არმიისგან. უკრაინა, რომელიც იცავს მას, მიუხედავად ღია ცებისა, რომელიც კვლავ ღიაა რუსეთის რაკეტების, ავიაციის და ვერტმფრენებისთვის. „ყოფნა თუ არყოფნა?“ – თქვენ კარგად იცნობთ ამ შექსპირულ კითხვას.

13 დღის წინ, ეს კითხვა კვლავ შეიძლებოდა დაგესვა უკრაინის თაობაზე. მაგრამ, ახლა აღარ! რა თქმაუნდა – „ყოფნა“. რა თქმაუნდა – თავისუფლება. და თუ აქ არა, მაშ, სად უნდა გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყოველთვის ჩაესმოდა და რომელიც კვლავ შესაფერია.

ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით!
ბოლომდე წავალთ.
ვიბრძოლებთ ზღვებზე, ვიბრძოლებთ ჰაერში, დავიცავთ ჩვენს მიწას, როგორიც არ უნდა იყოს საფასური!
ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში, გორაკებსა და… მინდა დავამატო: ვიბრძოლებთ კალმიუსის და დნიეპრის ნაპირებზე! და ჩვენ არასოდეს დავნებდებით!

რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, დიდებულ ქვეყანათა ცივილიზაციის დახმარებით. თქვენი მხარდაჭერით, რომლისთვისაც მადლიერი ვართ და რომელსაც ვეყრდნობით. და მე განსაკუთრებულად მადლიერი ვარ შენდამი, ბორის, ჩემო მეგობარო!

გაზარდეთ სანქციები ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. საბოლოოდ აღიარეთ იგი ტერორისტ სახელმწიფოდ. იპოვეთ გზა, რომ ჩვენი უკრაინული ცა ხელახლა გახდეს საიმედო. ცადეთ, რაც შეგიძლიათ. ქენით, რაც უნდა ქნათ. ქენით ის, რასაც თქვენი სახელმწიფოსა და ხალხის დიდებულება ვალად გაკისრებთ.

დიდება დიდ უკრაინას! დიდება დიდ ბრიტანეთს!

გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მთავარი

საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო...

დაწვრილებითDetails

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
მთავარი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“....

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – სასტიკი მკვლელობა თბილისში

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 13 ივლისს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცივი იარაღით...

დაწვრილებითDetails

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია. როგორც „საქსტატის“ მიერ...

დაწვრილებითDetails

გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!!-მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 31, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს: გამწარებული ვარ, მაგრამ ვარ ამაყი!!! მიჭირს ხალხთან ღია ურთიერთობა, მრცხვენია სიცოცხლის, ამიტომ სახლიდან არ გავდივარ. მაგრამ გიგას საქმეზე მიწევს ხოლმე გასვლა....

დაწვრილებითDetails

კვირის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ახალი კვირა ფინანსურ კუთხით ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების პერიოდია. ზოგისთვის ეს იქნება შესაძლებლობების გაფართოება, სხვებისთვის — ხარჯების გადახედვისა და სიფრთხილის დრო. ♈ ვერძი კვირა აქტიურად იწყება. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდეს,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სააღდგომოდ სასაფლაოები იწმინდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 31, 2026
0
სასაფლაო
მთავარი

" 13 საქალაქო სასაფლაოზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაგროვილი ნარჩენების გატანა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქტიურად იწმინდება ქუთაისის 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზები და შიდა ბილიკები, ასევე მიმდინარეობს სასაფლაოების...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"