LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვნებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ხშირი გამოყენება კრიტიკულ აზროვნებას – კვლევა

დაპოსტა 2025/01/23-ში
58
ნახვა
გაზიარება

ახალმა კვლევამ ხელოვნური ინტელექტის ხშირი გამოყენება კრიტიკული აზროვნების შესუსტებასთან დააკავშირა. ეს საინტერესოა იმის ფონზე, რომ თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოება ChatGPT-ის მსგავს გენერაციულ სისტემებს საკმაოდ აქტიურად იყენებს.

ასეთი ენობრივი მოდელები ჩვენ მაგივრად არაერთი მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას გვთავაზობს, მათ შორის ტექსტების შექმნასა და კითხვებზე პასუხის გაცემას. სხვა ძირითადი ტექნოლოგიური მიღწევების მსგავსად, როგორიც ტელევიზია და ინტერნეტია, მკვლევრები დაინტერესებულნი არიან იმის შესწავლით, თუ როგორ მოქმედებს ეს ხელსაწყოები მომხმარებლებზე.

ერთ-ერთი ასპექტი “კოგნიტიური გადატვირთვაა”, რომელიც შვეიცარიელმა მაიკლ გერლიხმა გუნდთან ერთად შეისწავლა. მისი თქმით, ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ადამიანი შემეცნებითი ამოცანების შესრულებისას გარე ხელსაწყოებს ეყრდნობა. ეს ამცირებს საჭიროებას, რომ კრიტიკული აზროვნება მოვიშველიოთ, ანუ ინფორმაციის გაანალიზებაში გონებრივად ვიყოთ ჩართულნი.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ინტერნეტს უფრო ეყრდნობიან იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ფაქტები თავად დაიმახსოვრონ. აქედან გამომდინარე, იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ადამიანები შეიძლება AI-ზე გახდნენ დამოკიდებულნი ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორიც სასკოლო დავალებაა. ეს კრიტიკულ აზროვნებას პოტენციურად ამცირებს, თუმცა ამ ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულება არ მოგვეპოვება.

გერლიხის კვლევაში სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე 666-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც სიღრმისეულ გამოკითხვებს მოიცავდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ტექნოლოგიებს უკეთ იცნობენ, AI ინსტრუმენტებს ყველაზე მეტად იყენებდნენ. ხანდაზმული მონაწილეები (46+) ასეთ სისტემებს ნაკლებად მოიხმარდნენ და კრიტიკულ აზროვნებაში უფრო მაღალი შეფასება ჰქონდათ.

ასევე, განათლების შედარებით მაღალი ხარისხის მქონე პირებში კრიტიკული აზროვნების უფრო ძლიერი უნარი დაფიქსირდა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა. ეს დასკვნები AI-ის ხშირი მოხმარების პოტენციურ კოგნიტიურ “საზღაურზე” მიუთითებს და კრიტიკულ აზროვნებაზე კონცენტრირებული საგანმანათლებლო სტრატეგიების მნიშვნელობას ცხადყოფს.

“ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ შემეცნებითი გადატვირთვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და კრიტიკულ აზროვნების ურთიერთკავშირში მთავარ როლს ასრულებს. შემცირებულმა კოგნიტიურმა დატვირთვამ შესაძლოა, კრიტიკული ანალიზისა და გონებრივი ჩართულობის შესაძლებლობები შეზღუდოს”, — აცხადებენ მეცნიერები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Societies გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა on.ge-მ თარგმნა.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ადამიანების სხეულების ნაწილები იპოვეს

თებერვალი 26, 2026
7.6k
მთავარი

სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიოვებულ შენობაში ყრია - მძიმე სურათის ამსახველი ვიდეო TV პირველს სოფელ მელაურიდან გამოუგზავნეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

თებერვალი 26, 2026
241
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.55%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 26, 2026
168
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 27 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6741, ევრო – 3.1544, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6191 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარტიდან ამოქმედდება

თებერვალი 26, 2026
52
მთავარი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს განმარტავს. სამინისტროს ცნობით, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება....

დაწვრილებითDetails

ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 26, 2026
50
მთავარი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. როგორც ადვოკატმა, ია სირანაშვილმა  აღნიშნა, აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, კონკრეტულად მოსამართლის, დავით მაკარაძის...

დაწვრილებითDetails

იგეგმება 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება- “ენგურჰესი”-ს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

თებერვალი 26, 2026
209
მთავარი

შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი. ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის...

დაწვრილებითDetails

“ეს ავადმყოფი აგვედევნა”- ქუთაისში მოქალაქე სოციალურ ქსელში გაფრთხილებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
1.9k
მთავარი

"ფალიაშვილის ქუჩა,13 22:40 სიტუაციას და მომენტს თუ რაც ხდება ყველა საღად მოაზროვნე ხედავთ. გოგონები ვიყავით დაბადებისდღეზე ეს ავადმყოფი აგვედევნა ფალიაშვილამდე გამოგვყვა და იქ მჯდომი რაებსაც აკეთებდა აღარ ვიტყვი ძნელად მისახვედრი...

დაწვრილებითDetails

უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

თებერვალი 26, 2026
83
მთავარი

"გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში...

დაწვრილებითDetails

ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო კაპ­რა­ლი ლავ­რენ­ტი მა­კა­რა­ძეა

თებერვალი 26, 2026
2.3k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქო­ბუ­ლე­თი - ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. უმ­ძი­მეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და სატ­ვირ­თო შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის დროს ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. "დღეს,...

დაწვრილებითDetails

ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

თებერვალი 26, 2026
50
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».