შოლცი პუტინს: “თქვენ ანადგურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს”
“ვლადიმერ პუტინს აქვს იმპერიული აზროვნება “ჩვენთვის ცნობილი მე-19, მე-18, მე-17 და სხვა საუკუნეებიდან”. – თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
„თქვენ ანადგურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს“. – მიმართა გერმანიის მთავრობის მეთაურმა პუტინს ლუბეკში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.










