ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანის მოსწავლეები, რომლებიც ჩოჩხათის საჯარო სკოლაში სწავლობენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორის გიორგი კეკლიძეს ბიბლიოთეკის აშენებას სთხოვენ.
გიორგი კეკელიძე ბავშვების წერილებს თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს და წერს:
“რაც უნდა დაღლილი ვიყო, “სიკვდილამდე დაღლილი” , ასეთი წერილები მართლა მაცოცხლებენ და მაგულიანებენ. მით უფრო სოფელ გულიანიდან და მით უფრო ასე პატარების. აუცილებლად ჩამოვალთ: მანდაც და ყველგან”













