ვიქტორია სეკრეტს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს. 22 წლის ბრაზილიელი ვალენტინა სამპაიო შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაცია მოდელის აგენტმა დაადასტურა.
ბრაზილიელმა მოდელმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ვიქტორია სეკრეტის პროფილი მონიშნა და ჰეშთეგებად კამპანია და მრავალფეროვნება გამოიყენა.
ვალენტინა სამპაიოს აგენტმა ორშაბათს CNN-ს უთხრა, რომ მოდელი ვიქტორია სეკრეტს “ვარდისფერი ხაზის” კამპანიისთვის შეუერთდა, რომელსაც აგვისტოს შუა რიცხვებში ვიხილავთ.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ვიქტორია სეკრეტის მოდელი ლაის რაიბეროც.
”პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც ვიქტორია სეკრეტისთვის გადაიღებს! ეს ძალიან მახარებს”, – წერს მოდელი.
2018 წელს ვიქტორია სეკრეტი კრიტიკის ობიექტი გახდა, მისი ხელმძღვანელის ედ რაზეკის კომენტარის გამო. რაზეკმა მაშინ ვოგთან თქვა, რომ მას არ ესმის რატომ უნდა მონაწილეობდნენ შოუში “ტრანსსექსუალები”. ამ ნათქვამს გამოხმაურება მოყვა მაყურებლებისა და LGBTQ აქტივისტების მხრიდან, რის შემდეგაც ედ რაზეკმა ბოდიში მოიხადა.
tabula.ge