დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
“ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გრძელდება.200-ლარიანი ერჯერადი დანამატის გაცემის პირობა გაფართოვდა.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, იანვრის თვიდან ერჯერადი დანამატის მიღება, უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ 200 ლარიან დანამატს მოქალაქე მიიღებს იანვრის ბოლომდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ.
დაიცავი საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე.
ვაქცინაცია დაასრულებს პანდემიას 2022-ში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.