LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა – ნახეთ დეტალები

ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა – ნახეთ დეტალები

დაპოსტა 2024/01/08-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

ვის ჩაერიცხება დაგროვებითი პენსიის სრული თანხა ერთიანად  ანგარიშზე და ხართ თუ არა იმ პირთა ჩამონათვალში, ვინც ამ უფლებით ისარგებლებს – ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
დაგროვებული თანხის გამოყენებას სტანდარტულ შემთხვევაში შეძლებთ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვებული საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად დაანგარიშდება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვებული დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით.

დაგროვებითი პენსია საპენსიო ასაკში
საპენსიო ასაკი საქართველოს კანონმდებლობით ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება: ქალი 60 წლის, მამაკაცი კი 65 ასაკში გადის პენსიაში. ამასთან, ქალსაც და მამაკაცსაც პარალელურად უნარჩუნდება სოციალური პენსიით სარგებლობის უფლებაც.

დაგროვებითი პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ შშმ პირმა ნაჩქარევად არ მიიღოს გადაწყვეტილება.

დაგროვებითი პენსია უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასული მოქალაქისთვის
უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად თანხა იბეგრება 20%-ით, მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე.

იკარგება თუ არა თანხა მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?
საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება. მას შეუძლია, ან ერთიანად ისარგებლოს დანაზოგით  ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და გააგრძელოს დაგროვება.

ვის შეუძლია სქემის ნებაყოფლობით დატოვება?
საპენსიო დაგროვებითი სქემის ამოქმედების მომენტში, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, ის პირი ვინც იყო 40 წლის ან მეტის, სქემაში ერთვება სავალდებულოდ, თუმცა ჩართვიდან სამი თვის შემდეგ ორი თვის განმავლობაში აქვს უფლება დატოვოს სქემა საკუთარი განცხადების საფუძველზე. ყველა სხვა მონაწილისთვის სქემაში გაწევრიანება და მონაწილეობა არის სავალდებულო.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
მთავარი

ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი
მთავარი

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.

დაწვრილებითDetails

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"