LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვის შეუძლია გახდეს მღვდელი

ვის შეუძლია გახდეს მღვდელი

დაპოსტა 2021/06/05-ში
A A
118
ნახვა
გაზიარება

ბერის სულიერი შვილი გადმოგვცემს:

– ერთ ყმაწვილს ძალიან უნდოდა ეროვნული ლიგის პირველ საფეხბურთო მატჩზე დასწრება, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა, და როგორ მოიქცა? აიღო დახეული ბილეთის ორი ნაწილი, შეაწება და კონტროლიორს აჩვენა, რათა სტადიონზე შეეშვა. ყმაწვილის ტყუილი გამოაშკარავდა, ის პოლიციაში წაიყვანეს და ბრალი წაუყენეს. როდესაც საქმე სასამართლოსთვის უნდა გადაეცათ, ადვოკატი დასჭირდათ. მე მამა ეპიფანეს მივმართე თხოვნით, ეპოვა კარგი სპეციალისტი. მან თავი გააქნია… მე ყველაფერს მივხვდი და შევეცადე ყმაწვილის გამართლებას: ვეუბნებოდი, რომ ეს წინდაუხედავი ნაბიჯი მხოლოდ ფეხბურთისადმი ყმაწვილის სიყვარულს ადასტურებდა, ამასთან, მხედველობაში მისაღები იყო მისი ასაკიც.

მაშინ ბერმა მტკიცედ მომიგო:

– არა, შვილო ჩემო, მე მას არ ვამართლებ და თუ ის ოდესმე მოისურვებს, მღვდელი გახდეს, შუამდგომლობას არ გავუწევ.

– რა თქმა უნდა, გერონდა, ის ხომ ნასამართლევი იქნება.

– არა, ამიტომ არა. ნასამართლევიც რომ არ იყოს, მე მას რეკომენდაციას არ მივცემდი მისი ფუქსავატობის გამო.

– მხოლოდ ერთი, უმნიშვნელო შეცდომისათვის?

– დიახ! თუ ახლა ასეთ უმნიშვნელო საქმეში იჩენს თავქარიანობას, საიდან ვიცი, რას მოიმოქმედებს ხვალ ან ზეგ, როგორც მღვდელი? თავქარიანებს არასოდეს ვუწევ შუამდგომლობას!

მღვდლის მიერ ავტომობილის მართვა

ერთხელ საუბარი ჩამოვარდა იმაზე, შეიძლება თუ არა, კლირიკოსმა მართოს ავტომობილი. ერთ-ერთი დამსწრე, რომლის შვილიც მანქანამ გაიტანა და დაიღუპა, ამბობდა, რომ ახლა მანქანა არის არა ფუფუნება, არამედ, უბრალოდ, გადაადგილების საშუალება, ის შეიძლება, მღვდელსაც ჰყავდეს, მამა ეპიფანე სხვა აზრის იყო:

– მე ვფიქრობ, რომ თუმცა ავტომობილი ფუფუნება აღარ არის, მაინც უმჯობესია, თუ მღვდლები არ მიუსხდებიან საჭეს. შეხედეთ, რა ხდება საავტომობილო გზების ჯუნგლებში: სახეზეა გაღიზიანება, გადასწრება, ნერვიულობა, მრისხანება, გინება, ურთიერთის შეურაცხყოფა, მუშტების ქნევა… განა საჭიროა, რომ ყოველივე ამაში მღვდელი მონაწილეობდეს?! თავად იცით, თუ რა ხდება მცირე შეჯახებების დროს – დავა, ლანძღვა-გინება, ჩხუბი. წარმოიდგინეთ მღვდელი, რომელსაც გადატვირთულ ტრასაზე ბორბალი დაეშვა. მის გამოსაცვლელად იგი იძულებულია, სამღვდელო კაბა აიკეცოს, შესაძლოა, მანქანის ქვეშაც შეძვრეს და გაითხუპნოს… წარმოიდგინეთ, რა ირონიულ ჩურჩულსა და მითქმა-მოთქმას გამოიწვევს ეს. რისი გულისთვის უნდა ჩაიგდოს თავი ასეთ საცთურში? განა ეს ყოველივე არ ამცირებს მისი წოდებისთვის საკადრის ღირსებას?! რა თქმა უნდა, თუ მას მოუწია სამსახური ქალაქგარეთ ან ოლქში, სადაც დიდი სამრევლოა და არ არის კარგი სატრანსპორტო მიმოსვლა, ეს სხვა საქმეა. ასეთ დროს ის, ალბათ, იძულებული იქნება, მართოს ავტომობილი. მაგრამ თუ ავარია მოუხდა, მაშინ კანონების თანახმად, მღვდელს უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურების უფლება.

აქ მას გააწყვეტინეს:

– მაგრამ ეს ხომ უნებურად მოუვა, გერონდა!

– კანონების თანახმად, – მიუგო მამა ეპიფანემ, – სასჯელს ექვმდებარება ისიც, ვინც უნებლიე მკვლელობაშია დამნაშავე. განა ასეთი ადამიანი შეძლებს, თავისი სამწყემსო მოვალეობების აღსრულებას? როგორ შეხედავენ ამას მისი მსხვერპლის ნათესავები, როგორ აღიქვამენ მას საიდუმლოთა აღმსრულებლად და სულიერ მამად ახლობლები იმ ადამიანისა, რომელიც, მართალია, უნებლიეთ, მაგრამ ამ მღვდელმა მოკლა?

მამა ეპიფანე მიუბრუნდა მამას, რომელსაც შვილი დაეღუპა და უთხრა:

– ღმერთმა აცხონოს შენი შვილი, მაგრამ ის რომ მღვდელს გაეტანა, განა მიხვიდოდი მასთან ტაძარში? ერთ პროვინციულ ქალაქში მსგავსი რამ მოხდა, მაგრამ რადგანაც მღვდლები ცოტანი იყვნენ, ეპისკოპოსმა დაუთმო და ნება დართო ამ უნებლიე მკვლელ-მღვდელს, გაეგრძელებინა თავისი სამწყემსო მოვალეობანი. და ადამიანები მას მეტსახელად „მკვლელ ხუცესს“ ეძახდნენ!

ეპიფანე თეოდოროპულოსი

წყარო: Tbiliselebi

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, (დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოს) ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

დაწვრილებითDetails

მკვლელობა კახეთში – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული...

დაწვრილებითDetails

“ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს” – აიათოლა ალი ხამენეი

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე
მთავარი

ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული. „სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა,...

დაწვრილებითDetails

“დედა შესაძლოა არასრულწლოვანი იყოს…’ – ახალი ინფორმაცია მარნეულში სარწყავ არხში ნაპოვნ ჩვილზე

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

მარნეულის რაიონი, სოფელი წერეთელი - ეს უმძიმესი ამბავი ადგილობრივებში ელვის სისწრაფით გავრცელდა - სარწყავ არხში მოზარდებმა ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალშობილი თავიდან სათამაშო თოჯინა ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე შემზარავ...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის...

დაწვრილებითDetails

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 23, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ენერგიული და აქტიური დღეა. კარგი დროა მიზნებისკენ წინსვლისთვის, ოღონდ — არა აფექტით. დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ. კურო   მშვიდი და სტაბილური დღეა. ოჯახის, კომფორტისა და ფინანსების თემებზე ფიქრი გამოგადგებათ. ენდეთ...

დაწვრილებითDetails

რიკოთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რიკოთის გვირაბი იკეტება
მთავარი

რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 1 პირი.   შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა და...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში...

დაწვრილებითDetails

„გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
გიორგი გახარია: „ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი – აქ საკმარისზე მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალაა“
მთავარი

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.   განცხადებაში აღინიშნება, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"