LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვის მისცემენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლებას და საჭიროა თუ არა აცრა

ვის მისცემენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლებას და საჭიროა თუ არა აცრა

დაპოსტა 2021/05/24-ში
A A
50
ნახვა
გაზიარება
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ რეკომენდაცია დაამტკიცა.
მოგზაურთათვის ერთგვარი საშვი იქნება ახალი კორონავირუსის ვაქცინა, თუმცა არა ყველა მათგანი. კონკრეტულად ვის და რა პირობებით შეუშვებენ შენგენის ზონაში, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.
ვის მისცემენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლებას და საჭიროა თუ არა აცრა?
ვინაიდან ვაქცინაცია ამცირებს არა მხოლოდ COVID-19-ით ინფიცირების, არამედ კორონავირუსით სხვების დაავადების ალბათობას, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მესამე სამყაროს ქვეყნების სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუშვებენ. უფრო მეტიც, მათი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის – ტურისტული. სრულად აცრილი ნიშნავს, რომ ვაქცინის აუცილებელი ბოლო დოზის გაკეთებიდან, სულ ცოტა, 14 დღეა გასული. ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნები მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხოვრობენ შენგენის ზონაში ან მოგზაურობისთვის საპატიო მიზეზი აქვთ.
აცრის ძირითადი დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება ციფრული კოვიდ- სერტიფიკატი, ევროკავშირის „ციფრული მწვანე სერტიფიკატი“ და ასევე მათი ანალოგები მესამე სამყაროს ქვეყნებიდან. ამავდროულად, ეს დოკუმენტი ჯერ დამტკიცებული არ არის: ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. იქამდე კი შენგენის ზონის ქვეყნებს შეეძლებათ მიიღონ სხვა ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატები, თუ მათი ავთენტურობის შემოწმება შესაძლებელია. ამიტომაც ევროკავშირმა ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესაძლებლობა უზრუნველყო. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ევროპული დოკუმენტის მიღება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ბავშვები, რომლებიც ასაკის გამო ჯერჯერობით აცრილები არ იქნებიან, შენგენის ზონაში შესვლას ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად შეძლებენ. თუმცა მათ მოუწევთ წარადგინონ ბავშვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არა უადრეს 72 საათისა გაკეთდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინების უმეტესობა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არის დაშვებული. მხოლოდ BioNTech / Pfizer-ს აქვს უფრო დაბალი ბარიერი – ამ პრეპარატით აცრა 16 წლიდან არის დაშვებული. თუმცა ამ დროისთვის ევროკავშირი განიხილავს განაცხადს, რომ აღნიშნული ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის დაუშვას.
რომელი პრეპარატებით აცრილ პირებს შეუშვებენ ევროკავშირის ქვეყნებში?
დაიშვებიან ის პირები, რომლებიც ევროკავშირში რეგისტრირებული რომელიმე ვაქცინით იქნებიან აცრილი: BioNTech / Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი. ეს ეხება სამხრეთკორეული წარმოების AstraZeneca-საც, რომელსაც იყენებენ, მაგალითად, უკრაინაში.
წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნათ მათაც, ვინც Covishield-ითა (AstraZeneca- ს ინდური ანალოგი) და ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული პრეპარატით აიცრა. ეს ორივე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის რეკომენდებული საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ გაერთიანებაში შემავალ თითოეულ სახელმწიფოს ” ასევე შეუძლია” შეუშვას ის პირები, ვინც ზემოთ ხსენებული პრეპარატებით სრულად არის აცრილი.
ევროკავშირი საზღვრებს ხსნის. რომელი ქვეყნები არიან სიაში?
შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღა იმოქმედებს მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ არის აცრილი, მაგრამ ახალი კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. ამ ეტაპზე იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომელთათვისაც შენგენის საზღვრები გახსნილია, შვიდი ქვეყანა შედის: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.
თუმცა ევროკავშირის საბჭომ ამ ჩამონათვალში ქვეყნების დამატების ძირითადი კრიტერიუმი შეცვალა: ამა თუ იმ სახელმწიფოში, ბოლო 14 დღის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე 75 ახალ შემთხვევაზე მეტი არ უნდა ფიქსირდებოდეს. აქამდე ეს ბარიერი 25 ახალ შემთხვევას მოიცავდა.
ამავდროულად, ჩამონათვალში დამატების სხვა კრიტერიუმები უცვლელი დარჩა. კერძოდ, ახალი დაავადებების რაოდენობის კლების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მიერ მოწოდებული მონაცემები კი – სანდო. მხედველობაში მიიღება COVID-19-ზე გაკეთებული ტესტების რაოდენობაც და დადებითი პასუხების წილი 4% -ს არ უნდა აღემატებოდეს.
ევროკავშირის საბჭომ შეიმუშავა „ავარიული მუხრუჭის“ შესაძლებლობაც. ეს გულისხმობს შესაძლებლობას, რომ სასწრაფოდ აიკრძალოს ყველა გასვლითი რეისი იმ ქვეყნებიდან, სადაც ახალი კორონავირუსის პოტენციურად საშიში მუტაცია დაფიქსირდება.
რატომ უნდა ევროკავშირს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება?
პირველ რიგში, ისმის კითხვა: რატომ არის ეს მხოლოდ რეკომენდაცია? შენგენის ზონაში ხომ პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების დაცვით თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ. საქმე ისაა, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს, ვის მისცემს თავისი საზღვრის გადალახვის უფლებას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის დონეზე შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდაციის დამტკიცება, თუმცა მას თითოეული ქვეყანა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. მაგალითად, საბერძნეთმა მაისის შუა რიცხვებში მთელი რიგი ქვეყნის ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. ამასთანავე, რადგან ევროკავშირის საბჭო ნაციონალური მთავრობების წარმომადგენლებისგან შედგება, მის რეკომენდაციებს უმეტესწილად ითვალისწინებენ.
ეს გადაწყვეტილება შენგენის ზონასა და მასთან დაკავშირებულ ქვეყნებზე ვრცელდება. საუბარია ევროკავშირის 25 ქვეყანაზე, ირლანდიისა (რომელიც შენგენის ზონაში არ შედის) და დანიის გარდა. თუმცა, მათაც შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ეს რეკომენდაცია მათზეც გავრცელდება. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ შენგენის ზონაში შედიან.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
მთავარი

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია, თუმცა ქარის გამო მალე ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

„დედა ცემით მოკლა და ცხედარი ნაგვის ურნაში დამალა…“ – დაკავებულია 33 წლის კაცი(უცხოეთი)

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მამაკაცმა დედა ცემით მოკლა, შემდეგ კი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. ცემამდე კაცმა დედას, სავარაუდოდ, მეტამფეტამინი გაუკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, 65 წლის ქალი პოლიციამ სახლში ავტოფარეხის...

დაწვრილებითDetails

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კოღოს ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს და რა უნდა გააკეთოთ, რომ ცუდი შედეგები თავიდან აიცილოთ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხული სრული დატვირთვით დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლისმსმელი პატარა მონსტრების დრო დადგა. ჩვენ შეჩვეულები ვართ და კოღოს ნაკბენს უმნიშვნელო უსიამოვნებად აღვიქვამთ - მოიფხან და დაივიწყებ. მაგრამ ზოგჯერ ეს პატარა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"