ხონში მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაციის BWMV.e.V. ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენრტის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს ,,ვეტერინარული სკოლა.“
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიღ პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები 19-დან 29 წლამდე ასაკის 15 ახალგაზრდა.
მოკლევადიანი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა, რომელიც 1 ნოემბერს დაიწყება 3 თვე იქნება. სწავლა განხორციელდება პროფესიულ განათლებაში აპრობირებული დუალური მეთოდის გამოყენებით.
მსურველებმა 1 ნოემბრამდე ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში (მის: მოსე ხონელის №1) უნდა წარადგინონ: ფოტოსურათი 3×4-ზე, დაბადებისა და პირადობის მოწმობის ქეროასლები.
პროექტის მხარდამჭერია ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხონის საინფომაციო-საკონსულტაციო ცენტრი.