LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვის არ შეეცვლება სესხზე საპროცენტო განაკვეთი

დაპოსტა 2026/02/12-ში
2
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2026 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა.

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 238 380 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, როგორც „საზოგადოება და ბანკები“ წერს, 238 380 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

ორგანიზაციის მონაცემებით, 238 380 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია – 190 420 (80%), 44 910 ხელშეკრულება (19%) მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 0.90 %-ია გაფორმებული.

„ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.201 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.828 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.644 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.254 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.415 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 66 980 ლარს, სამომხმარებლო სესხის 35 200 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 139 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 707 500 ლარს შეადგენს“,- წერს „საზოგადოება და ბანკები“.

ცნობისთვის, ინფლაციამ იანვარში 4.8% შეადგინა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 11%-იანი ფასების ზრდით. მათივე შეფასებით, ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.

„შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან მიიჩნევს, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა“,- აღნიშნავენ „საზოგადოება და ბანკებში“.

bpn

გაზიარება1

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

თებერვალი 12, 2026
5
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი მეტალის ღირებულება 0.18%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

თებერვალი 12, 2026
8
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია – შეფერხება მეტრო „დელისზე“

თებერვალი 12, 2026
217
მთავარი

არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ დელისზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. როგორც სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, მატარებელი ტექნიკური მიზეზის გამო, მგზავრებისგან დაიცალა და ხაზიდან მოიხსნა. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
22
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7  არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ: ·ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო...

დაწვრილებითDetails

“მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა”- ეკა კუპატაძე

თებერვალი 12, 2026
81
მთავარი

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ და ირმა ჭკა­დუ­ამ. ამის შე­სა­ხებ ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “თქვე­ნი შიში და სი­ჩუ­მე, მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს!!! მო­ძა­ლა­დე...

დაწვრილებითDetails

განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას

თებერვალი 12, 2026
360
მთავარი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს...

დაწვრილებითDetails

“ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან”- ყაველაშვილი

თებერვალი 12, 2026
18
მთავარი

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა , რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 12, 2026
162
მთავარი

დღეს წმინდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეა. ტროპარი ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს...

დაწვრილებითDetails

“ყველას ნახვა მიხარია, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ციხეში ადამიანები კიდევ რჩებიან” – ნიკა გვარამია

თებერვალი 12, 2026
35
მთავარი

ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ციხეში „საკუთარი...

დაწვრილებითDetails

ხონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

თებერვალი 12, 2026
117
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».