ციციშვილის და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკები გადავსებულია – საქართველოში ახლა COVID 19 და ე.წ. ღორის გრიპი ცირკულირებს. ვირუსით ინფიცირებულებს შორის ბევრი მცირეწლოვანია.
მედიკოსები სთხოვენ მშობლებს ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე ნუ მიმართავენ ჰოსპიტლებს. საწყისს ეტაპზე რეკომენდებულია, ოჯახის ექიმის დახმარება.
მომართვიანობის ძირითადი მიზეზია, გარდა იმისა, რომ აქვთ კატარული მოვლენები, მაღალი ცხელება. კლინიკური ნიშნებით ეს დაავადებები თითქმის ყველა გავს ერთმანეთს – მაღალი ცხელება, ზოგადი სისუსტე, ადენამია… მოზრდილი ბავშვები თავის, ყელის ტკივილს და ცხვირიდან გამონადენს, ხველას უჩივიან და ეს შეუპოვარი ცხელება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება…
უნდა დაგვეწყო გრიპის ვაქცინაცია, რომელიც ჯერაც არ არის დაგვიანებული. შესაძლებელია, აწი გავიკეთოთ ვაქცინა, იმიტომ რომ ვაქცინაციის შემდეგ ორ კვირაში უკვე იმუნიტეტი ყალიბდება. რისკ ჯგუფშია 0-დან 5 წლამდე ბავშვები, ისინი საჭოროებენ ვაქცინაციას და 56 წელს ზემოთ პაციენტები”- აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე
დედაქალაქის გარდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია რეგიონებშიც.