LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პირადობის მოწმობის ვიზუალი იცვლება! – დაგჭირდებათ თუ არა პირადობის მოწმობის გამოცვლა?

ვინ შეძლებს ახალი პირადობის უფასოდ აღებას

დაპოსტა 2025/07/22-ში
A A
1.2k
ნახვა
გაზიარება

1-ლი აგვისტოდან გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება დატანილი.

1-ლი აგვისტოდან ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა დაიწყება.

კერძოდ, მსგავს დოკუმენტებზე დიზაინის ცვლილების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ 10 მარტს მიიღო. თავდაპირველად ცვლილება, 4 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ივნისში სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა 1-ელ აგვისტომდე გაეხანგრძლივებინა.

შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან დაიწყება განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ძველ მოწმობებს ანუ ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ შესაბამის დოკუმენტებს, ისინი იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

ახალ პირადობის მოწმობებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის თანახმად, პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია, მფლობელის თითის ანაბეჭდს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: მფლობელის: სახელს; გვარს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; სქესს; დაბადების ადგილს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; გაცემის თარიღს; მოქმედების ვადას; გამცემი ორგანოს დასახელებას; დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითებას; ქვეყნის კოდს; დოკუმენტის ნომერს; დოკუმენტის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად;

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება481

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია
მთავარი

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემა რჩება გზაზე ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია...

დაწვრილებითDetails

“კანონებს უვიზო რეჟიმთან არანაირი კავშირი არ აქვს ” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო და მოგედავონ, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო - ეს მაშინ, როცა თავად...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აგვისტოს დასაწყისში ფინანსური წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მერწყული (მიმდინარეობს 21 მაისი – 20 ივნისი) მერწყულებს აგვისტოს დასაწყისში ელით მოულოდნელი ფინანსური მოგება. იუპიტერისა და ვენერას სასიკეთო მდებარეობა ქმნის განსაკუთრებულ ასტროლოგიურ მდგომარეობას — გაჯლაქშმის იოგს, რაც ნიშნავს სიმდიდრესა და წარმატებას....

დაწვრილებითDetails

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ — განსაკუთრებით ფინანსურ, ემოციურ და პროფესიულ სფეროებში. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) რისიგან თავი უნდა შეიკავოს: იმპულსური ყიდვები სარისკო ინვესტიციები დაძაბული...

დაწვრილებითDetails

“საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა”-შსს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს....

დაწვრილებითDetails

“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი
მთავარი

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, სწორად გაიგო - საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ მათ საკუთარ სამშობლოში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ,...

დაწვრილებითDetails

“რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა”- კახა კალაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ...

დაწვრილებითDetails

ლევან გაბედავას საძებრად ქართველების მობილიზებამ ამერიკელი პოლიციელებიც გააოცა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას...

დაწვრილებითDetails

” უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს” – ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი
მთავარი

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“. „დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"