LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ შეიძინა ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძულები და რა თანხა უნდა დაიხარჯოს იქ

ვინ შეიძინა ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძულები და რა თანხა უნდა დაიხარჯოს იქ

დაპოსტა 2024/02/01-ში
A A
2.4k
ნახვა
გაზიარება

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე 3 კუნძული 3,040 მლნ ლარად გაიყიდა. სამივე კუნძულს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს. ორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და შესაბამისად, მათი ვინაობაც ცნობილია. მესამესთან კი, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა. შესაბამისად, უწყებაში მისი ვინაობა არ დაგვისახელეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სამივე აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდა. კუნძულების საწყისი ფასი ერთობლივად 2 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის გამო და აუქციონის წესების შესაბამისად, საბოლოოდ სამივე კუნძული 3,040 მლნ ლარად გაიყიდა.

წყალსაცავში მდებარე ყველაზე დიდი ზომის კუნძული შეისყიდა კომპანიამ „ემ&ეს“. კუნძულის ფართობია 315,018 კვადრატული მეტრი; მისი საწყისი გასაყიდი ფასი იყო 1,7 მლნ ლარი, მყიდველმა კი 1,701 მლნ ლარი გადაიხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალმა მფლობელმა 5 წლის განმავლობაში კუნძულზე 6 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ემ&ეს“-ი 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის მანუჩარ ქათამაძე.

მეორე – 31,828 კვადრატული მეტრის კუნძული, რომლის საწყისი ფასი იყო 180 000 ლარი, 663 000 ლარად კომპანია „ემ კაპიტალმა“ იყიდა. საინვესტიციო ვალდებულება ერთ მლნ ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, რომ აღნიშნული ინვესტიცია 4 წლის ვადაში განახორციელოს და მოაწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელია მიხეილ ვერულაშვილი.

რაც შეეხება მესამე კუნძულს, რომლის ფართობი 21,421 კვადრატული მეტრია, 676 000 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 120 000 ლარს შეადგენდა. საინვესტიციო ვალდებულება აქაც ერთ მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა ამ ეტაპისთვის, უცნობია, ვინ შეისყიდა აღნიშნული კუნძული, რამდენადაც, ხელშეკრულების გაფორმებამდე ტყიბულის მერიაში მის ვინაობას არ ასახელებენ.

„ბიზნესპრესნიუსს“

გაზიარება951

დაკავშირებული -პოსტები

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   თავი შეიკავეთ ფულის ვალად გაცემის, ან აღებისგან, თუნდაც საგარანტიო ვალდებულებებით. ეს თქვენი მხრიდან უგუნური საქციელი იქნება, ამ ეტაპზე. მოერიდეთ ეჭვიანობას.     კურო   იმისათვის, რომ სასურველი შედეგი...

დაწვრილებითDetails

პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა- სააკაშვილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის გარდაცვალებას ვრცელი პოსტით ეხმაურება: პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა. როდესაც ივანიშვილი პირველად გავიცანი 2004 წელს (ის შევარდნაძის დროს დამკვიდრდა...

დაწვრილებითDetails

გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს  გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
All news

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდს ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი...

დაწვრილებითDetails

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ოდენობით წამყვან 20-ეულშია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI
მთავარი

EUAA-ს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების ტოპ 20-ში (მე-17 ადგილი) მოხვდა. 🇬🇪 2025 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 15 295 მოქალაქემ მოითხოვა 🔹 დადებითი გადაწყვეტილება უკიდურესად დაბალია...

დაწვრილებითDetails

რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ
მთავარი

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანდერძის მიხედვით იკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, გულისხმობენ მის სიტყვიერ დანაბარებს. “მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა...

დაწვრილებითDetails

ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
მთავარი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 37–კმ 56 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საპროექტო ტერიტორია ანანურთან მდებარეობს. ტექნიკური დავალების მიხედვით, რეაბილიტაცია 19.4 კმ სიგრძის...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გამომუშავება 15.8%-ით გაიზარდა – როგორია ღირებულება

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 15.8%-ით, მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი. უფრო კონკრეტულად, პუბლიკაციის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 995 გვტ....

დაწვრილებითDetails

„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ ავტომობილების იმპორტის ნაწილში არ იქნება...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი ისევ გაიზარდა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 727 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7231 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7231 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"