LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვინ რამდენჯერ დაარღვია კონსტიტუცია და რეგლამენტი გასულ სესიაზე

დაპოსტა 2019/10/23-ში
84
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ინფორმაციას თუ ვინ რამდენჯერ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და რეკლამენტი სადეპუტატო კითხვის პროცედურის ნაწილში.

როგორც საია-დან იუწყებიან  საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატი უფლებამოსილია, წერილობითი კითხვით მიმართოს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვები პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება. იქვე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა დაგვიანებული პასუხის ან პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში.  თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზომა არასაკმარისია საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმის სრულყოფილად ამოქმედებისთვის.

აღნიშნულ ინსტრუმენტს პარლამენტის წევრები ყველაზე ხშირად იყენებენ, თუმცა, კითხვების რაოდენობა იკლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შემთხვევაში. საერთო ჯამში, 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე დეპუტატებმა მთავრობას 175 კითხვა დაუსვეს. აქედან, შს მინისტრი 12 კითხვის ადრესატი იყო, სპეციალური პენიტენციარული სამსახურის მიმართ – 3, სუს-ისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსების მიმართ კი, მხოლოდ თითო კითხვა დაისვა. დაზვერვის სამსახურის უფროსისთვის არცერთ დეპუტატს არ მიუმართავს, ასევე, არცერთი კითხვა არ დასმულა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მისამართით.

მნიშვნელოვანია, რომ კითხვაზე გაცემულ პასუხს ხელი თავად ადრესატებმა მოაწერონ, თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს ასე არ ხდება. საანგარიშო პერიოდში მინისტრებისთვის დასმული 175 კითხვიდან უშუალოდ მათ მხოლოდ 52-ს უპასუხეს.

კანონმდებლობა ხაზს უსვამს პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და ამომწურავი პასუხის გაცემის ვალდებულებას, თუმცა, ამ დებულებების დარღვევას სანქცია არ მოჰყვება ხოლმე. ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები უკიდურესი ხასიათისაა (მაგალითად, გადადგომისკენ მოწოდების რეზოლუცია, იმპიჩმენტი). დეპუტატები ნაკლები მნიშვნელობის გადაცდომად მიიჩნევენ პასუხის გაუცემლობას და სანქციების გამოყენებას ერიდებიან.

მაგალითად,  შს მინისტრმა პასუხგაუცემელი დატოვა 2 შეკითხვა (ერთს კი, 6 დღის დაგვიანებით გასცა პასუხი). კითხვები შეეხებოდა საკომუნიკაციო კამპანიას „მეტი სიცოცხლისთვის“ და ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას.

საბოლოო ჯამში, გასულ სესიაზე კონსტიტუცია და რეგლამენტი (სადეპუტატო კითხვის პროცედურის ნაწილში)

 პრემიერ-მინისტრმა (მამუკა ბახტაძე) 9-ჯერ დაარღვია,

ფინანსთა მინისტრმა – 25-ჯერ, საგარეო საქმეთა მინისტრმა – 12-ჯერ,

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – 39-ჯერ,

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – 15-ჯერ,

შს მინისტრმა (გიორგი გახარია) – 13-ჯერ,

 იუსტიციის მინისტრმა – 14-ჯერ,

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 13-ჯერ,

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ – 14-ჯერ,

 მისმა მემკვიდრემ (ნათია თურნავა) – 13-ჯერ,

 თავდაცვის მინისტრმა (ლევან იზორია) – 7-ჯერ,

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა (დავით სერგეენკო) – 6-ჯერ, მისმა შემცვლელმა ეკატერინე ტიკარაძემ – 5-ჯერ,

 სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – 5-ჯერ.

“კითხვების მექანიზმის უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, საჭიროა, კანონმდებლობაში გაჩნდეს შუალედური მექანიზმები თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის უგულებელყოფასა და მკაცრ პოლიტიკურ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის. პასუხგაუცემელი კითხვების საჯაროდ გამოქვეყნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი მექანიზმია. შესაბამისად, აუცილებელია მისი გამრავალფეროვნება.” – აცხადებენ საია-ში.

თეგები: ბახტაძეგახარიაგრიგოლ კობახიძეკონსტიტუციარეგლამენტი
გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

“ლეიკემია დაამარცხა და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” – რას ჰყვებიან ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე

თებერვალი 8, 2026
163
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ბა­ზარ­თან 16 წლის ბიჭი ალექ­სან­დრე მა­მა­ლა­ძე და­ი­ღუ­პა. ტრა­გე­დია 6 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ დატ­რი­ალ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ხიდ­ზე თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და ფო­ტო­ებს იღებ­და, რო­დე­საც ხი­დის ქვეშ სატ­ვირ­თო...

დაწვრილებითDetails

“უკრძალავდა ხალხთან კონტაქტს და ფარულად უთვალთვალებდა” – პროკურატურა უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს

თებერვალი 8, 2026
118
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე მარი გა­ხო­კი­ძეს ქმა­რი უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, უკ­რძა­ლავ­და ხალ­თან კონ­ტაქტს და ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და....

დაწვრილებითDetails

ძლიერი ნალექი, ქარბუქი და ნისლი – გარემოს ეროვნული სააგენტო

თებერვალი 8, 2026
322
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თებერვალი 8, 2026
51
მთავარი

ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, დევნილების ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო. ამ დროისთვის, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თებერვალი 8, 2026
117
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 8, 2026
90
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რამდენად იყიდით 1 გრამს

თებერვალი 8, 2026
277
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 966 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 189 დოლარით მატებაზე მიუთითებს. kitco-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

თებერვალი 8, 2026
7
მთავარი

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
38
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
21
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».