ხობის პოლიციაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს – გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ მოკლა ქალი, რომლის დასახიჩრებული ცხედარი დღეს ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლს სხეულზე მძიმე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შესაძლოა, ახალგაზრდა ქალის მკვლელი იყოს ქალი, რომელთანაც საერთო საქმე ჰქონდა და დავა მათ შორის ფულზე მიმდინარეობდა.
ცხედარი ხობის რაიონის სოფელ ხამისკურის ტყესთან ახლოს ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული შესაძლოა ზუგდიდელი იყოს, რადგან ხობში მას არავინ იცნობს. სავარაუდო დამნაშავე ქალი კი გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია, თუმცა შს სამინისტრო ჯერ ამ ფაქტს არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
წყარო:TVPIRVELI.GE