ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდნენ. გაიცა კინო კრიტიკოსთა და ახალგაზრდა ჟიურის რჩეულ ფილმთა პრიზებიც.
წარმოგიდგენთან გამარჯვებულთა სიას:
ფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმსთვის გადაეცა ფილმს ,,გაუგონარი ამბები”, რეჟისორი რამაზან ქილიჩი, თურქეთი. მოკლემეტრაჟიან ფილმში ნაჩვენებია ომისა და რეპრესიების ფონზე ბავშვის მხიარული სამყარო.
ოქროს დინოზავრი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გამარჯვვებული გახდა ქართველკ რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის ნამიშევარი ,,ამაღლება”, რომელშიც ცხოვრების და დღევანდელი ყოფის დაძაბული რიტმის იუმორითაა გადმოცემულიმ
ოქროს დინოზავრი საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში მიიღო ჰარშვირ ობერაიმ ფილმისათვის – “ღამის ბურგერი”, აშშ
ფესტივალის მთავარი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა რიმანტას ოიჩენკომ ფილმისთვის ,,მოგზაურობა”, ლიეტუა. ფილმში რთული ისტორიული კონტექსტი ადამიანურად და პოტურადაა გადმოცემული.
რაც შეეხება კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს – მიხეილ კობახიძის ,,თეთრი ქოლგა” გადაეცა მალაიზიელ რეჟისორს ტანჩე დინის ფილმისთვის ,,ხაზზე დარჩი”.
ახალგაზრდული ჟიურის პრიზი, იოსებ ოცხელის მფრინავი მღებავი ფრანგმა რეჟისორმა ჯოაჰინ ზენტარმა მიიღო ფილმისთვის ,,მამაჩემის საფლავზე”, რომელშიც აღწერილია მაროკოელი გოგონა ბრძოლა ტრადიციების წინააღმდეგ.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გამოვლინდა საუკეთესო პროექტი – ,,ჯაჭვი”, რომლის ავტორებსაც, დედა-შვილს ნინო და მარიამ მემანიშვილს გადაეცათ 3 000 ლარი პროექტი ოჯახში ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხება.
ყველაზე იმედის მომცემი პროექტისთვის 2 000 ლარიანი ჯილდო მიიღო მირანდა ნამიჭეიშვილიმა. პროექტი რომელსაც შეუძლია გახდეს ყველაზე მაგარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ასე შეაფასეს მისი პროექტი, რომელიც გრაფიტებს ეხება.
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 21 ოქტომბერს გაიხსნა. 5 დღის განმავლობაში არაერთი პრემიერა, ფილმის ჩვენება და ვორქშოფი მოეწყო. საერთაშორისო ფესტივალის ქუთაისი უკვე მესამე წელია მასპინძლობს.










