დასახელდნენ 2019 წლის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სოციალურ ქსელ Instagram-ზე ყველაზე მეტი გამოიმუშავეს. სიის სათავეში ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. სია კომპანია Buzz Bingo-მ შეადგინა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2019 წელს 38,2 მილიონი ფუნტი სტერნლინგი გამოიმუშავა. სპეციალისტების თქმით, მისმა ერთმა დასპონსორებულმა პოსტმა ფეხბურთელს საშუალოდ 780 ათასი ფუნტი სტერლინგი მოუტანა.
მეორე ადგილზე არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია. 2019 წელს Instagram-ზე განთავსებულმა პოსტებმა მას 18,7 ფუნტი სტერლინგის მოგება მოუტანა.
სამეულს ასრულებს ამერიკელი სუპერმოდელი კენდალ ჯენერი. სოციალური ქსელების დახმარებით, მან 12,7 ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა. Instagram-ის მდიდარ ვარსკვლავებს შორის ასევე არის დევიდ ბექჰემი, ნეიმარი, სელეგა გომესი, კაილი ჯენერი და მისი უმცროსი და ქლოე კარდაშიანი.