ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ქალი ტავის ახალშობილთან ერთად გარდაიცვალა.
სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, თუმცა, საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა.
“იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა” – ხაშურის სამშობიარო სახლის დირექტორი