მართა (ბიზატიის ორგზის დედოფალი და ფაქტიური მმართველი დედოფალი მარიამ ალანელი) 1050 წელს საქართველოში დაიბადა. იგი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ბორენა ალანელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი იყო.
მარიამს დიდი გავლენა ჰქონია დავით აღმაშენებელზე. მას სამშობლოში არსებულ განუკითხაობაზე დიდად შესტკიოდა გული. ამიტომაც დავითს პირველ რიგში სასულიერო ფენაში არსებული ანარქიის მოგვარება ურჩია. მისივე რჩევით, 1104 წელს დავით IV-მ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოაწყო, რა დროსაც დედოფალი მარიამი საქართველოში ჩავიდა და კრებას დაესწრო. ამ კრებაზე მან თავისი ძმა, ბერად აღკვეცილი გიორგი და მეფე დავით IV მოინახულა.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას მსოფლიო საეკლესიო კრების მსგავსი სამზადისი გაუწია მარიამმა, რითაც ხაზი გაუსვეს მის საგანგებო და განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მარიამის რჩევის გათვალისწინებით, ამ კრების თაოსანი დავითი იყო. ის ერთადერთი მანდილოსანი კი, რომელიც ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას ესწრებოდა-მარიამი გიორგი მე-2-ის და და დავით აღმაშენებლის მამიდა იყო.
კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები: ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი. როგორც ისტორიული წყაროები გვაუწყებს, კრების დასრულების შემდეგ, მარიამი დაემშვიდობა თავის ოჯახის წევრებს და კვლავ ბიზანტიაში, კერძოდ კი თავის თრაკიულ მამულში დაბრუნდა.