,,ფიჭვის ტყეში მარგანეცის ღია კარიერული წესით მოპოვება დაიწყეს, ჭიათურის სოფელ ქვედა ზოდში (რაჭის საზღვართან) გზას რომ თავი დავანებოთ ანადგურებენ ხეებს და აბინძურებენ გარემოს (ვენახებს, ყანებს, მინდვრებს) და გზას უჭრიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს სასოფლო სამეურნეო სავარგულამდე მისვლაში.
#წიაღისეროვნულისააგენტო რატომ გაეცით ნებართვა, რის საფუძველზე?! (ვებ გვერდზე თქვენი საბადოების ჩამონათვალში ზოდი საერთოდ არაა ნახსენები)
რატომ დაძრწიან და ანადგურებენ ისედაც მცირემიწიან ზემო იმერეთს?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ხალხს ნუ გააგიჟებთ!
სასწრაფოდ მოახდინეთ რეაგირება მაინც და მაინც ტექნიკას ცეცხლი უნდა გაუჩნდეს და კატასტროფა უნდა მოხდეს?!”-წერს სოციალურ ქსელში კოტე აბდუშელიშვილი და ,,ფიჭვის ტყეში” გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.









