ქუთაისელი მსახიობი ენდი ძიძავა საუკეთესო ქალის როლის ტიტულისთვის იბრძოლებს.
არტისტი თეატრალური პრემიის “დურუჯი 2019” “საუკეთესო ქალი მსახიობის” ნომინანციაშია წარდგენილი, სპექტაკლისთვის “მარინა რევია”. რეჟისორ ნიკოლოზ ჩიკვაიძემ სპექტაკლი ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრში დადგა.
“საუკეთესო ქალი მსახიობის” ნომინაციაში ენდი ძიძავასთან ერთად წარდგენილები არიან ლილი ხურითი სპექტაკლისთვის “ანტიმედეა” და ანი იმნაძე “მე იძულებული ვიყავი მომეკლა”.
“ანტიმედა” თბილისის ახალი დრამის ფესტივალის, “მე იძულებული ვიყავი მომეკლა” კი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ნამუშევარია.
დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.
წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.