ქუთაისში 15-მა იურიდიულმა პირებმა 2019 წლის I კვარტალში 37,767 ლარის პრემია, ჯილდო, დახმარება, სახელფასო დანამატი გასცა. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
ყველაზე მეტი 13, 025 ლარის პრემია ა(ა)იპ “ქ.ქუთაისის ხელბურთის კლუბი ქუთაისი 2015”-მა გასცა. 5,679 ლარის ოდენობის დანახარჯი გასწია ამ კატეგორიაში “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ”, 3,565 ლარი გამოყო “კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ”.
“საერთაშორი გამჭვირვალო-საქართველოს” ინფორმაცით პრემიის ოდენობა დაუდგენელია ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისში”.
აქვე პრემია, ჯილდო, დახმარება, სახელფასო დანამატის სახით თანხები გასცეს:
“ქუთაისის ფოლკლორის ცენრი” – 3,500 ლარი
“ტურიზმის ცენტრი” – 2 810 ლარი
“შპს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი” – 1 887 ლარი.
ა(აიპ) “მადლიერების სახლი” – 1 300 ლარი.