ადრიანა ილიესკუ იმ უიშვიათეს შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ქალები შვილს საკმაოდ დიდ ასაკში აჩენენ. ცნობილი რუმინელი ფილოლოგი, ლექტორი და ნოველების ავტორი დედა 66 წლის ასაკში გახდა და ახლა 82 წლის ასაკში თინეიჯერი გოგონა ჰყავს.
ილიესკუ ჰყვება, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარა. ასწავლიდა ბუქარესტის უნივერსიტეტში, ჰქონდა ძალიან დიდი და ბევრი წარმატება, თუმცა, შვილი არ უჩნდებოდა და უკვე დარწმუნებული იყო, რომ არასოდეს გახდებოდა დედა.
მიუხედავად ამისა, 66 წლის ასაკში გაიგო, რომ ღვთის საჩუქარი ერგო წილად და ფეხმძიმედ იყო. მისთვის ეს დიდი სიუპრიზი იყო და არც კი დაფიქრებულა, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად გააჩენდა შვილს. შედეგად კი, არაჩვეულებრივი გოგონა დაიბადა.
ცნობილი ფილოლოგის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებამ, რადგან ბევრი აკრიტიკებდა და მის გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევდნენ.
ახლა ილიესკუს ერთადერთი ოცნებაა, რომ მისი ქალიშვილის ოჯახის შექმნას მოესწროს.

georgians.gr















