სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი, რომელიც თბილისში კოვიდკლინიკაში გარდაცვალა 45 წლის ნათია მსხვილიძეა.
ის ბაღდათში ცხოვრობდა და თბილისში კორონავირუსზე მკურნალობდა. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
კარგი ადამიანი, მედდა იყო. ძალიან ყურადღებიანი. ცოტა ჭარბი წონა აწუხებდა, ალბათ ეს გახდა ვირუსის გართულების მიზეზი“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა.










