უფლებები საქართველო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კორონავირუსით 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
„32 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ირაკლი ქემოკლიძე, რომელიც არის „უფლებები საქართველოს“ გამგეობის ყოფილი წევრის მაია ასაკაშვილის შვილი და გამგეობის წევრ როლანდ ასაკაშვილის დისშვილი.
ირაკლი ძალიან აქტიურად იყო ჩართული “სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის” საქმიანობაში და დედასთან ერთად დიდი წვლილი შეჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაში.
„უფლებები საქართველო“ უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს და იმ ათასობით ადამიანს, რომელსაც ირაკლიმ თავისი დიდი სიკეთით და სითბოთი შეაყვარა თავი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










