სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ 23 წლის უშიკო ქუფარაშვილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ავარიის ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მძღოლი სათვალთვალო ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად უკვე იდენტიფიცირებულია და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.