”ვაიმე დარო. ისე მტკივა გული არვიცი რა დავწერო, როგორ დავწერო.. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს.. ეს ხომ წარმოუდგენელია ჩემთვის და ყველასთვის ვინც შენ გიცნობდა… რა ეშველება გიოს შენს გარეშე???.. როგორ მტკივა სული ნეტა იცოდე???. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული დარო???” – წერს ეკატერინე ოჩიგავა ფეისბუკზე.
გუშინ ხონი-ქუთაისის გზაზე ავარიას 28 წლის ქალი ემსხვერპლა. გარდაცვლილი დარინა კვერნაძეა, მაღლაკიდან. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
”მეგობარო,? როგორ დაგვწყვიტე გული???რთული ყოფილა ძალიან რთული, ბავშვობის მეგობრის დაკარგვა_ და შენზე უკვე წარსულ დროში საუბარი_ რამდენი დღე, და რამდენი საათები ერთათ გვიტარებია? ღმერთმა ნათელში გამყოფოს იმიერში ჩვენო დარინევ_ გამოაკლდი ჩვენს ჯგუფს_ რაც ძალიან დასანანია_ გქონდა ლამაზი ოჯახიც_ ღმერთმა მიცეს შენს ქმარს გამძლეობა_ შენი შვილი პატარა ჯერ საიმისოთ რომ ყველაფერი გაანალიზოსსს
ნათელი შენს სულს დაო” – წერს დავით ცხვარაძე.
”როგორც კი გავიფიქრე,მოჩა აღარ მეტკინება-მეთქი,მეტკინა.ეტკინა ჩემს ბავშვებს:ეკას,დათოს,ნინოს,მარის,შაკოს,თეონას,კახას ,გივის,ანას,ავთოს და ყველას.გვეტკინა ჩვენი დარინა.ამ წელს,დღეს გაფრინდა ჩვენი ცქრიალა და თბილი გოგო,იქ, იმიერს.??
უფალს ებარებოდე დარო!უყვარდი და ეყვარები შენს ელისო მასწავლებელს,შენს კლასელებს.” – წერს ელო კუბლაშვილო
ქუთაისი-ხონის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი ავტომობილი დაეჯეხნენ.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის გოგო მართავდა, ის ჩქარა მოძრაობდა და დაეჯახა სატვირთოს, რომელიც ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა.
გოგო ადგილზე გარდაიცვალა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.