ქუთაისში, “კლინიკა მობომნდში” 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა. ის აფხაზეთიდან იყო და სოხუმის პირველი სკოლაშო პედაგოგად მუშაობდა.
ლუდმილა ანუა ქუთაისში პაციენტი სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.
მან თავისი დაავადების შესახებ ფეისბუკზე რამდენიმე დღის წინ დაწერა
“აფხაზებო, გაუფრთხილდით თავს! ინფექცია ჩვენს შორის სეირნობს. მეც არ მჯეროდა დაავადების, მაგრამ აღმოვჩნდი გუდაუთაში” – წერდა ლუდმილა ანუა.
“60 წლამდე ასაკის ქალიაფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-აცხადებენ “კლინიკა ბომონდში”.
სკოლაში, სადაც ლუდმილა ანუა ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აქვს.










