ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 30 წლის ნათია გოგალაძე გარდაიცვალა.
ქალს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც განქორწინება ოფიციალურად მოხდებოდა.
გარდაცვლილი დღემდე მეორადების მაღაზიაში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ქალის დაჭრამდე მის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.