მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. დაღუპული ლაშა არღვლიანი, რომელიც მესტიაში სოფელ ცხუმის სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა.
მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. სამწუხაროდ მოხდა ეს ფაქტი. გარდაცვლილი ცხუმარის სკოლის მასწავლებელი იყო. ძალინ კარგად ხასიათდებიან ძმები, მაგრამ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. როგორც მე ვიცი, კამათი მოჰყვა მანქანის მართვას. მთვრალი მას საჭეს არ ანებებდა“, – განუცხადა “პრაიმ ტაიმს” ადგილობრივმა ნელი ნავერიანმა.
დაჭრილი მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.