დეივიდ გენდი წლებია სამოდელო სფეროში მოღვაწეობს. ის 42 წელისაა და შესანიშნავად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ მოდელმა ჯენიფერ ლოპესს დაუმშვენა მხარი და „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ირკვევა, გენდი საკუთარი გარეგნობით სულაც არ არის კმაყოფილი და უფრო მეტი სურს, ის წლებთან ერთად გარეგნობის ცვლილებას არ მიესალმება.
„სულაც არ ვარ კარგ ფორმაში, არ ვარ კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით, წლებთან ერთად ვიცვლები, ორი რამ მადარდებს განსაკუთრებულად, ჩემი ცხვირი და ყურები გამუდმებით იზრდება“, – აცხადებს მოდელი.
ცნობისთვის, დეივიდ გენდი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოდელია, ის უკვე ხუთი წელია ადვოკატ, სტეფანი მენდოროს ხვდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე ბევრს არ საუბრობს. მის ანგარიშზე უამრავი კონტრაქტი და 12 მილიონი ფუნტი სტერლინგია.