ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” მამაკაცი დააკავეს.
როგორც ცნობილია დაკავებული ბეჟან ხურციძე ქუთაისის მერიაზე დაქვემდებარებული ა(ა)იპისა და საბრძოლო დიდების მუზეუმის თანამშრომელია. დაკავების ფაქტს ადასტურებენ ქუთაისის მერიაში, თუმცა მიზეზები მათთვის უცნობია.
ასაკოვანი მამაკაცის აყვანის ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განახორციელა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ქარვასლასთან იდგა, როდესაც საბუთი აჩვენეს, ხელბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ სუსის წარმომადგენლები და განმარტავენ, რომ ადგილზე, ამ დრომდე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.