LIVE TV
პარასკევი, იანვარი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვინ არის კაცი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა

დაპოსტა 2023/08/02-ში
262
ნახვა
გაზიარება

მან ორი საუკუნის მანძილზე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და 1933 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. ლი ჩინ-იუენი, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ 11 თაობის 180 შთამომავალი დატოვა, ყველგან ამტკიცებდა, რომ 1736 წელს დაიბადა,

თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ამ უჩვეულო ადამიანის დაბადების თარიღი 1677 წელია.

ერთი რამ უდავოა – 197 წლის იყო თუ 256 წლის, ლი სიცოცხლის ხანგრძლივობით მაინც აბსოლუტური რეკორდსმენია.

გაინტერესებთ, საიდან გაჩნდა ლის 1677 წელს დაბადების შესახებ ინფორმაცია?

როგორც გაირკვა, მის სიცოცხლეში,1930 წელს, ჩენდუს უნივერსიტეტის პროფესორმა ვუ ჩუნგ-ცზემ 1827 წელს სამთავრობო ჩანაწერები აღმოაჩინა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 1827 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლის 150 წლის იუბილე მიულოცა!

შემდეგი მსგავსი ჩანაწერი 1877 წლით თარიღდება, როდესაც მთავრობამ ლი ჩინ-იუენს 200 წლის იუბილე მიულოცა.

იქნებ მოხუცს საკუთარი დაბადების წელი მართლაც დაავიწყდა და ოფიციალურ დოკუმენტებში უფრო ზუსტი ინფორმაცია ინახება?

1928 წელს New York Times-ის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ამ უცნაურ ამბავში გარკვეულიყო და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. ჟურნალისტმა ის ადგილები მოინახულა, სადაც პლანეტის უხუცესი ადამიანი ცხოვრობდა და მის ნაცნობ ადამიანებს გაესაუბრა.
ჟურნალისტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ღრმად მოხუცი ადამიანები არწმუნებდნენ, რომ ლი ჩინ-იუენს მათი ბაბუები და ბაბუები იცნობდნენ და ამ დროს ის უკვე მოხუცი გახლდათ.

ლი ჩინ-იუენის დღეგრძელობის საიდუმლო

ლი ჩინ-იუენი სიჩუანის პროვინციაში დაიბადა. 10 წლის ასაკში ბიჭუნა სამკურნალო ბალახების შემგროვებლის პროფესიას დაეუფლა და მთელი ცხოვრება ამ საქმით იყო დაკავებული.

ლის ახალგაზრდობიდან აინტერესებდა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებები და მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს, ბოსტნეულს და მცენარეულ ჩაის მიირთმევდა.

1749 წელს, 71 წლის ლიმ საიმპერატორო ჯარში, საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორად და ტაქტიკურ მრჩევლად მუშაობა დაიწყო. არქივმა შემოინახა ლი ჩინ-იუენის ერთ-ერთი მოსწავლის, ტაიცი ციუ და ლიუს მემუარები, რომლითაც ლი ჩინ-იუენის დღეგრძელობის საიდუმლოს ფარდა აეხადა.

ტაიცის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ერთხელ მისი მასწავლებელი მთებში ხეტიალის დროს 500 წლის მოხუცს შეხვდა. სწორედ მან ლი მოსწავლედ აიყვანა და საბრძოლო ხელოვნებისა და დღეგრძელობის საიდუმლოს აზიარა.

თავად ლი ამბობდა, რომ მისი დღეგრძელობა სპეციალური კვებისა და ყოველდღიური ვარჯიშების დამსახურებაა. „თუ დიდხანს სიცოცხლე გინდა, გულის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, კუსავით იჯდე, მტრედივით იარო და ძაღლივით იძინო“ – ამბობდა მოხუცი.

„ფაქტები 250 წლის კაცზე”

1927 წელს, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ლი გენერალ იან სენს ესტუმრა. სწორედ ამ შეხვედრისას გადაიღეს მოხუცის ერთადერთი ფოტო, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ყველა, ვინც ლის პირადად იცნობდა, ამტკიცებს, რომ მათი ნაცნობობის მანძილზე მოხუცი საერთოდ არ შეცვლილა. გენერალთან სტუმრობის შემდეგ ლი ჩინ-იუნი მალე გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ამ სამყაროში ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. სახლში დაბრუნების დროა“.

მსოფლიოს ყველაზე დღეგრძელმა ადამიანმა გენერალ იანგ სენზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან დაწერა წიგნი „ფაქტები 250 წლის კაცზე” .

წიგნის ავტორმა ლი ჩინ-იუენი აღწერა, როგორც 2,1 მეტრის სიმაღლის, კარგი მხედველობის მქონე, მხნე მამაკაცი გრძელი ფრჩხილებით და ვარდისფერი სახით. მოხუცს მახვილი გონება ჰქონდა და შესანიშნავი იუმორის გრძნობასაც ავლენდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლი ჩინ-იუენმა 23 ცოლი დაასაფლავა, 24-ე კი დააქვრივა. მისი გარდაცვალების დროს ქალი 60 წლის იყო. მოხუცი არა მარტო ყველა შვილიშვილის, არამედ ბევრი შვილთაშვილის სიკვდილსაც მოესწრო.

 

წყარო: en.wikipedia.org

გაზიარება105

დაკავშირებული -პოსტები

ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში

იანვარი 23, 2026
0
მთავარი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. „ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო...

დაწვრილებითDetails

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
8
მთავარი

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

იანვარი 23, 2026
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით,...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
19
მთავარი

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

იანვარი 23, 2026
35
მთავარი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

იანვარი 23, 2026
33
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 1981 წელს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 23, 2026
33
ამინდი

23 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.   წვიმიანი ამინდია ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +10...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანს, თებერვლამდე მნიშვნელოვანი შეთავაზებები ელის

იანვარი 22, 2026
515
მთავარი

2026 წლის თებერვლამდე ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღოს. ეს ეხება კარიერასაც და პირად გეგმებსაც. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად ვთვლით სწორად....

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება

იანვარი 22, 2026
279
მთავარი

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. „ის, რომ პედაგოგი მობილურ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
275
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».