“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ დაასახელა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც მისი კლუბი არაფრის ფასად არ გაყიდის. კატალონიელის განცხადება ასეთია:
“ბარსელონას ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლის გაყიდვა კლუბისთვის პრიორიტეტია, თუმცა ჩვენ არასდროს გავასხვისებთ დე იონგს, პედრისა და ფატის. ისინი ხელშეუხებლები არიან.
აღნიშნული სამეული წარმოადგენს კატალონიური კლუბის მომავალს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეების გუნდში ყოფნა”.
როგორც ცნობილია, “ბლაუგრანა” შესაძლოა დატოვოს ფილიპე კოუტინიომ, მირალემ პიანიჩმა სამუელ უმტიტიმ, ოსმან დემბელემ და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა.
წასვლასთან ყველაზე ახლოს ამ დროისთვის არის ბოსნიელი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდება.










