“ნანა ექსეულიძე 7 წლიდან დაბრმავდა ,,ბატონების,, ვირუსის გამო. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ, ის მარტო ცხოვრობს ახლობლის მიერ დროებით ნათხოვარ სახლში, სოფელ გეზრულში. ნანას ოცნება ფერმერობაა. უნდა რომ ჰყავდეს ბევრი ფრინველი. მოწონს რომ ყველაფერს აკეთებს რასაც ხილულად გააკეთებდა და ცდილობს იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ამის გამო ეზო აავსო თოკებით – სხვადასხვა მიმართულებებზე გადასაადგილებლად. ერთ თოკს საქათმემდე მიჰყავს სადაც კვერცხს დებენ ქათმები. მეორე თოკს კვატებთან, მესამეს წყალთან, მეოთხეს შეშასთან, მეხუთეს მეზობლის ეზოში, სადაც ის სულ მალე ახალ წიწილებს დააბინავებს და ა.შ იმისდა მიუხედავად, რომ სოფლად მცხოვრები ბრმა ადამიანისთვის გარემო საერთოდ არ არის ადაპტირებული. არ არსებობს გამცილებელი, ან ხმოვანი ჯოხი მისთვის. ნანა მარტო ცხოვრებას არ უშინდება და მეტი დამოუკიდებლობისთის, ცდილობს ფული მოაგროვოს და მომავალში საკუთარ სახლში იცხოვროს, სადაც თოკების გაბმა არ დასჭირდება, რადგან ყოველი სანტიმეტრი ეცოდინება ზეპირად.” – წერენ ფილმის “თოკებიანი ქალო ავტორები მიშო ტატანაშვილი და თათა თორდინავა.
ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი კონკურსის ფინალისტი გახდა.
ფილმებში გამოყენებული აუდიო და ვიზუალური მასალების საავტორო უფლებებზე პასუხისმგებელია ფილმის ავტორი.










