ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებული ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლე ლუკა სულაბერიძე გახდა.
ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.
„ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიების პირველი სამეული ასეთია:
პირველი ადგილი დაიკავა ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლემ ლუკა სულაბერიძემ. მან 71 ქულა დააგროვა და ამისთვის 4 წუთი და 52 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 68 ქულით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა კვირკვიამ მოიპოვა. მან ეს ქულა 5 წუთსა და 21 წამში დააგროვა. 64 ქულა 4 წუთსა და 25 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუა.
“ხონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულ ამ დიდ წარმატებას,”-აცხადებენ მერიაში.