ზესტაფონში წუხელ კომენდანტის საათის დროს ახალაგზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი 31 წლის ვანო ბანცაძეა.
ახალაგაზრდა მამაკაცის მკლელობის საქმეზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით ვანო ბანცაძე პოლიციელმა ტაბელური იარაღით მოკლა. მეორე ვერსიით კი მკვლელობა პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა.
თვითმხილველების ცნობით გასროლამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ხმა ესმოდათ.
გულის არეში დაჭრილი ვანო ბანცაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ზესტაფონის ფერომედში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით პაციენტი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 2 მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.