ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 28 წლის ირაკლი აბლოთია. „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, ავტომობილში ორნი ისხდნენ. ერთი გადარჩა, მისი გამოყვანა დამტვრეული ავტომობილიდან მაშველებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხეს. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ ჭუბურხინჯის საავტომობილო გზაზე მოხდა. მეორე გადარჩენილ მგზავრს აფხაზური მილიცია დაკითხვაზე გადაიყვანს
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა. "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...










