,,ძალიან ვწუხვარ, ჯერ კიდევ ვერ დავიჯერე, რომ ამ ვერაგმა ვირუსმა იმსხვერპლა კიდევ ერთი ადამიანი, უაღრესად კეთილი და კეთილშობილი, განათლებული, ნიჭიერი მათემატიკოსი, მეცნიერი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი თემურ სურგულაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, უნივერსიტეტს, მათემატიკოსებს, მეგობრებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, აწ უკვე მეცნიერებათა დოქტორებს, რომლებმაც მისი ხელმძღვანელობის დროს დაიცვეს დისერტაციები… ძალიან დაგვაკლდება, ყველას დააკლდება ბატონი თემურის კეთილგანწყობა, რჩევები, იუმორი… ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
”- წერს სოციალურ ქსელში უნივერისტეტის პროფესორი, რუსუდან საღინაძე
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...










