LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები

ვინ არიან წყალტუბოში გაყიდული სანატორიუმების მფლობელები

დაპოსტა 2024/01/22-ში
A A
678
ნახვა
გაზიარება

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 6 ყოფილი სანატორიუმი უკვე გაყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასხვისებულ სანატორიუმებს შორისაა – „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება. სანატორიუმების ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა, ნაწილი კი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყიდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმა წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს:

სანატორიუმი „წყალტუბოს“, მფლობელია „გოლდენ თაუერი“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ივლისში დარეგისტრირდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის 49%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედი ფლობს, 51%-ი კი ეკუთვნის ყატარის მოქალაქეს ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანის.

სანატორიუმი „მედეა“ კომპანიამ „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა. კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. 100%-იან წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.

სანატორიუმი “თბილისი”, 2016 წელს დარეგისტრირებული შპს „აკას“ მფლობელობაშია. კომპანიის 97%-იან წილს ჯამათა ჩარკვიანი, 3%-იანს კი ლავრენტი ჯინჭარაძე ფლობს.

სანატორიუმი “ივერია” შპს “ივერია პალასმა” შეიძინა. ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 40%-ს თურქეთის მოქალაქე ოქტაი კივანჩი ფლობს, 30%-ს – შპს „ლასკო კაპიტალ ჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილი კვიპროსში რეგისტრირებულ ლასკო კაპიტალ ლიმიტედს ეკუთვნის. “ივერია პალასის” დარჩენილ კიდევ 30%-ს „თიარჯი ფაუერი“ ფლობს, ამ უკანასკნელის მესაკუთრე კი გიორგი დევაძეა

სანატორიუმი “სამგურალის” შპს „ჰარმონია წყალტუბომ” იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანია 2023 წელს დარეგისტრირდა. „ჰარმონია წყალტუბოს” წილები კი ასე ნაწილდება: ნათია ნაცვლიშვილი – 41%; გერმანიის მოქალაქე ვიქტორი იგნატიევი – 51%; ნატალია წერეთელი, რომელიც საქართველო-რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 8%-იანი წილის მფლობელია.

სანატორიუმი „უშიშროება“ შპს „ტანდემ ესთეიტიმ“ იყიდა. კომპანიის მფლობელია გერმანიის მოქლაქე ვიქტორ იგნატიევი.

ცნობისთვის, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

 

ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება271

დაკავშირებული -პოსტები

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში იასპარეზებენ. 100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ...

დაწვრილებითDetails

ოსიაურში მამაკაცი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ხაშურის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც სოფლის წარმომადგენელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, გარდაცვლილი კაცი უსინათლო იყო. „ვინ მოკლა და როგორ მოხდა, ათასნაირი ვერსია ვრცელდება. ეს კაცი კი ნამდვილად უსინათლო იყო“...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

18 ივნისს ასტროენერგია შედარებით დინამიკურია — დღე არაკონცენტრირებული ენერგიით, გარკვეული რისკებით და, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილებების გადადებით გამოირჩევა.   – მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და გადამეტებული აქტივობებისგან ხელის შეშლა. – მძიმე გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ - და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი,...

დაწვრილებითDetails

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა
მთავარი

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს. განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია - როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი...

დაწვრილებითDetails

უვიზო რეჟიმის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.   როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ბრალდებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა – ბათუმში მომხდარი ავარიის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების განცხადებით, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი ედება ბრალად, რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. გინდა, შენი მეურნეობის განვითარება და გაქვს საკუთარი იდეის დაფინანსების სურვილი? ჩაერთე „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაში. პროგრამის მიზანია მესაქონლეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის,...

დაწვრილებითDetails

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
მთავარი

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"